სად ვიყიდოთ ბრენდული ფეხსაცმელი ფასდაკლებით თბილისში? - Nike, Adidas, Puma, Ecco

2026 წლის მოდის ტენდენციებში ერთი მკაფიო ცვლილება შეინიშნება – ე.წ. Dad sneakers-ის ეპოქა, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებულად პოპულარული იყო, თანდათან სრულდება. ამ მძიმე ფორმის ფეხსაცმელს უფრო მსუბუქი, რეტრო სილუეტის მქონე მოდელები ანაცვლებს. ეს ცვლილება უკვე შეინიშნება მოდის პოდიუმებზე, ქუჩებსა და ქართველ მომხმარებელშიც, რადგან ყველას, ისევე როგორც შენ, სულ უფრო მეტად ხიბლავს ის ესთეტიკა და სიმსუბუქე, რომელსაც თანამედროვე დიზაინი გთავაზობს.
კლასიკური ფეხსაცმლის შემთხვევაში ცვლილებას უპირველესად ფერებში შეამჩნევ. თუ წინა სეზონებში მინიმალისტური და ნეიტრალური ტონები – შავი, თეთრი და ყავისფერი – ჭარბობდა, ახლა კლასიკურ მოდელებში მკვეთრი და თამამი ფერებია აქტუალური.
ამიტომ აუცილებლად უნდა ეწვიო „თბილისი აუთლეტ ვილიჯს“, სადაც საერთაშორისო ბრენდების იმ კოლექციებს აღმოაჩენ, რომლებიც სპორტული და კლასიკური ფეხსაცმლის მიმდინარე ტენდენციებს ასახავს.
რატომ „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ ბრენდული ფეხსაცმლის შესაძენად?
„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ ღია სივრცეშია გაშენებული. დახურული სავაჭრო ცენტრებისგან განსხვავებით, აქ მაღაზიები ერთმანეთს პატარა ქუჩებითა და გამწვანებული მოედნებით უკავშირდება. ვიზუალურად ის პატარა ევროპულ ქალაქს ჰგავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მასში ძველი თბილისის ესთეტიკაც შენარჩუნებულია.
ვილიჯის ფორმატს რამდენიმე მთავარი მახასიათებელი გამოარჩევს:
- ყველაფერი ერთ სივრცეში: ნაცვლად იმისა, რომ ქალაქის სხვადასხვა უბანში გაფანტულ მაღაზიებში იარო, ყველა საყვარელი ბრენდი ერთად დაგხვდება;
- მუდმივი ფასდაკლებები: აქამდე სასურველი ნივთების განსაკუთრებული ფასდაკლებით შეძენა მხოლოდ „შავი პარასკევის“ ან წინასადღესასწაულო შეთავაზებების ფარგლებში შეგეძლო. აუთლეტ ვილიჯში კი შოპინგს მუდმივად აუთლეტურ ფასად შეძლებ;
- მხოლოდ ორიგინალი ნივთები: სივრცეში წინა სეზონის ორიგინალი ნივთებია წარმოდგენილი და ზუსტად ისეთივე მაღალი ხარისხისაა, როგორსაც შენთვის ნაცნობი ბრენდებისგან ელი.
ბრენდული ფეხსაცმლის დიდი არჩევანი
ვილიჯში სპორტული, კლასიკური და ყოველდღიური სტილის ფეხსაცმელს შეარჩევ, შეადარებ და აუთლეტურ ფასად შეიძენ.
სპორტული ფეხსაცმელი
სივრცეში სპორტული ფეხსაცმლის სამი გამორჩეული ბრენდია: Nike, Adidas და Puma.
Nike-ის კოლექცია როგორც რეტრო, ისე თანამედროვე მოდელებსა და მსუბუქ სილუეტებს მოიცავს. Adidas Tokyo წელს განსაკუთრებით აქტუალურია და ვილიჯში მსგავსი სტილის ფეხსაცმლის დიდ არჩევანს ნახავ. აქვე დაგხვდება Puma-ს წლის გამორჩეული მოდელი – Speedcat.
კლასიკური ფეხსაცმელი
ვილიჯის კლასიკური ხაზი პრემიუმ ბრენდების სიმრავლით გამოირჩევა. მაგალითად, სივრცეში დაგხვდება Geox-ის აუთლეტ მაღაზია, სადაც ჰაერგამტარი ტექნოლოგიით დამზადებულ ლოფერებს, სანდლებსა და სხვა მოდელებს შეარჩევ. აქვე უნდა აღინიშნოს იტალიური Pollini. ამ პრემიუმ სეგმენტის ბრენდის კოლექცია ძირითადად მაღალქუსლიან მოდელებსა და ლოფერებს გთავაზობს.
დანიური Ecco მოსახერხებელ კლასიკურ მოდელებს ქმნის. ამ ფეხსაცმელს ერგონომიული დიზაინი და გამძლეობა ახასიათებს. Shoes Plaza კი მულტიბრენდული სივრცეა, სადაც ბევრი სხვადასხვა ბრენდი იყრის თავს. თუ ამ აუთლეტ მაღაზიას ესტუმრები, სასურველ მოდელს მარტივად შეარჩევ.
ჩამოთვლილი ბრენდების გარდა, ფეხსაცმლის კოლექციებს გთავაზობს ისეთი ბრენდებიც, როგორებიცაა: Lacoste, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Guess, Bimba Y Lola, Levi’s, Lee და Wrangler. მათ მაღაზიებში როგორც დახვეწილ კლასიკურ, ისე ტრენდულ სპორტულ მოდელებს იპოვი, რომლებიც ნებისმიერ ლუქს მოუხდება.
შეიძინე ფეხსაცმელი აუთლეტურ ფასად ნებისმიერ სეზონზე
„თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ ბრენდული ფეხსაცმელი შეგიძლია წლის ნებისმიერ დროს საუკეთესო ფასად, მინიმუმ 30%-იანი ფასდაკლებით შეიძინო. სეზონური აქციების პერიოდში კი ფასდაკლება 70%-საც კი აღწევს.
მიმდინარე სეზონის ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციას ვილიჯის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაამოწმებ. ეს დაგეხმარება, წინასწარ დაგეგმო ვიზიტი და არ გამოტოვო შენთვის საინტერესო შეთავაზებები.
ესტუმრე „თბილისი აუთლეტ ვილიჯს“ და შეარჩიე ბრენდული ფეხსაცმელი
„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ კახეთის გზატკეცილზე, E60 მაგისტრალის მახლობლად მდებარეობს. დედაქალაქის ცენტრიდან ავტომობილით სულ რაღაც 25 წუთში მოხვალ. ადგილზე 2000-ზე მეტი უფასო პარკინგის ადგილი დაგხვდება, ასევე ისარგებლებ ელექტრომობილების დასატენი წერტილებითაც.
აუთლეტი ყოველდღე გიმასპინძლებს. ფეხსაცმლის წამყვანი ბრენდების გარდა, ტანსაცმლის, აქსესუარებისა და სპორტული მიმართულების უამრავ სხვა მაღაზიასაც აღმოაჩენ. ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ მხოლოდ ერთი ვიზიტით შეარჩიო სასურველი ფეხსაცმელი და სრულად განაახლო გარდერობი.


