რატომ უნდა აირჩიო Samsonite-ის სამგზავრო ჩემოდნები მოგზაურობისთვის?

23 ოქტ 2026
•
3
min read
Samsonite-ის ნარინჯისფერი მყარკარკასიანი ჩემოდნები

მოგზაურობისთვის ისეთი ჩემოდანი გჭირდება, რომელიც საჭირო ნივთებს დაიტევს, მსუბუქი იქნება და გზაში დატვირთვასაც გაუძლებს. ამიტომ შერჩევისას მასალასა და ზომას უნდა დააკვირდე. ამ დეტალებს Samsonite-ის ჩემოდნების მაგალითზე განვიხილავთ და გიამბობთ, როგორ შეიძინო ბრენდის ორიგინალი მოდელები „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ უფრო ხელმისაწვდომ ფასად.

როგორ იქცა Samsonite მსოფლიოში ცნობილ ბრენდად?

მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, Samsonite-ის, ისტორია 1910 წელს, კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში დაიწყო, როცა ჯესი შვაიდერმა პატარა საწარმო გახსნა და ათ თანამშრომელთან ერთად ჩემოდნების დამზადებას შეუდგა. მისმა წამოწყებამ მალევე მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა და სამგზავრო ჩემოდნები საიმედოობის სიმბოლოდ იქცა.

დამფუძნებელმა ბრენდს სახელი ბიბლიური გმირის, განსაკუთრებული ძალის მქონე სამსონის პატივსაცემად შეურჩია. ამ არჩევანით მან პროდუქციის მთავარ ღირებულებებს, სიმტკიცესა და გამძლეობას გაუსვა ხაზი.

ჩემოდნების გამძლეობაში საზოგადოების დასარწმუნებლად შვაიდერი ორიგინალურ სარეკლამო ხერხსაც მიმართავდა. ერთ-ერთ სარეკლამო ფოტოზე იგი მამასთან და ძმებთან ერთად ჩემოდანზე დადებულ ფიცარზე დგას და თვალნათლივ აჩვენებს, რომ მყარი კონსტრუქცია რამდენიმე ზრდასრული ადამიანის წონასაც თავისუფლად უძლებს.

ამგვარი მიდგომითა და ხარისხის მუდმივი კონტროლით პატარა საამქრომ დროთა განმავლობაში გლობალური აღიარება მოიპოვა და სამგზავრო ჩემოდნების ბაზარზე ლიდერის პოზიცია დაიმკვიდრა. დღეს ბრენდი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი.

რა მასალები გამოიყენება მსუბუქი და გამძლე ჩემოდნების დასამზადებლად?

Samsonite მყარკარკასიანი ჩემოდნებისთვის მასალებს ისე არჩევს, რომ კორპუსი მსუბუქი იყოს და დატვირთვას კარგად გაუძლოს.

ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინოვაცია Curv ტექნოლოგიაა. ამ ტექნოლოგიით კორპუსის დასამზადებლად პოლიპროპილენის ქსოვილის რამდენიმე ფენას მაღალ ტემპერატურაზე პრესავენ. შედეგად მიღებული მსუბუქი და გამძლე კორპუსი სიმტკიცეს დაბალ ტემპერატურაზეც ინარჩუნებს და მოგზაურობისას ბარგს დაზიანებისგან იცავს.

მსუბუქი მოდელების დასამზადებლად კომპანია პოლიკარბონატსაც იყენებს. ეს მასალა დრეკადია, ამიტომ დარტყმის ან დავარდნისას კორპუსი შეიძლება ოდნავ მოიღუნოს, შემდეგ კი საწყის ფორმას დაუბრუნდეს.

მასალების შერჩევისას Samsonite გარემოზე ზრუნვასაც ითვალისწინებს და გადამუშავებულ პლასტმასას იყენებს. ამის მაგალითია Recyclex ტექნოლოგია, რომლითაც გამოყენებული პლასტმასის ბოთლებისგან ქსოვილს ამზადებენ. ამ ქსოვილისგან მრავალი მოდელის შიდა სარჩული იკერება. ასეთი მიდგომით ძველი ბოთლები ნაგავსაყრელზე მოხვედრის ნაცვლად, ხელახალ და სასარგებლო დანიშნულებას იძენს.

რას მოიცავს Samsonite-ის გარანტია?

როცა კომპანია საკუთარი პროდუქციის ხარისხში დარწმუნებულია, მყიდველს შესაბამის გარანტიასაც სთავაზობს. Samsonite-ის შემთხვევაში საგარანტიო ვადა კონკრეტულ მოდელსა თუ კოლექციაზეა დამოკიდებული და ძირითადად 2-დან 10 წლამდე მერყეობს. ზუსტი ხანგრძლივობა პროდუქტის აღწერაში ან საგარანტიო ბროშურაზეა მითითებული.

სტანდარტული გარანტია ქარხნულ წუნზე ვრცელდება. მაგალითად, თუ ბორბალი ან სახელური წარმოების დეფექტის გამო გაფუჭდა, კომპანია ჩემოდანს საგარანტიო პირობების შესაბამისად შეაკეთებს ან შეცვლის. თუმცა მოხმარებით გამოწვეულ ბუნებრივ ცვეთასა და აეროპორტში ბარგის უხეშად გადატანისას მიღებულ დაზიანებას ეს გარანტია არ ფარავს.

საგარანტიო მომსახურებისთვის საჭიროა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სათანადოდ შევსებული საგარანტიო ბროშურის შენახვა. მათი ასლების ატვირთვა მწარმოებლის ვებგვერდზე ჩემოდნის რეგისტრაციისას შეიძლება, რათა საჭირო ინფორმაცია პირად ანგარიშში იყოს ხელმისაწვდომი.

როგორ უნდა შეარჩიო ჩემოდანი მოგზაურობის ტიპის მიხედვით?

Samsonite განსხვავებულ კოლექციებს ქმნის, ამიტომ ჩემოდნის შერჩევისას გაითვალისწინე, სად, რამდენი ხნით და რა მიზნით მოგზაურობ ყველაზე ხშირად.

თუ ხშირად დაფრინავ და ბევრი ნივთის ტარება არ გიყვარს, Curv ტექნოლოგიით შექმნილი, ხელბარგისთვის განკუთვნილი მოდელი გამოგადგება. მისი კორპუსი ძალიან მსუბუქია, ამიტომ აეროპორტში ჩემოდნის ტარება ნაკლებად დაგღლის.

საქმიანი ვიზიტებისას კი ტექნიკისა და მნიშვნელოვანი საბუთების უსაფრთხოდ გადატანაზე უნდა იზრუნო. ამისთვის შეარჩიე სამგზავრო ჩემოდანი ლეპტოპის ცალკე განყოფილებითა და დამატებითი ჯიბეებით, სადაც სამუშაო ნივთებს ორგანიზებულად ჩაალაგებ და საჭიროებისას ადვილადაც იპოვი.

თუ გარემოზე ზრუნვა შენთვის მნიშვნელოვანია, ყურადღება იმ მოდელებსაც მიაქციე, რომელთა შიდა სარჩული Recyclex მასალისგან მზადდება. ამ ქსოვილის მისაღებად გადამუშავებულ პლასტმასის ბოთლებს იყენებენ და უკვე გამოყენებულ მასალას ახალ დანიშნულებას აძლევენ.

ხანგრძლივი მოგზაურობისთვის კი ბრენდის დიდი ზომის, მყარკარკასიანი მოდელი შეარჩიე. მასში ბევრი ნივთი ეტევა, მტკიცე კორპუსი კი გზაში ბარგს დაზიანებისგან იცავს.

სად შეიძენ Samsonite-ის სამოგზაურო ჩემოდნებს საქართველოში აუთლეტურ ფასად?

საქართველოში Samsonite-ის პროდუქციას „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ შეარჩევ. ეს კავკასიის რეგიონში პირველი აუთლეტ სივრცეა, სადაც პრემიუმ კლასის ბრენდები ხელმისაწვდომ ფასად იყიდება. Samsonite-ის მაღაზიაში მთელი წლის განმავლობაში მინიმუმ 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, სპეციალური შეთავაზებების პერიოდში კი 70%-საც აღწევს.

აუთლეტი სტუმრებს ყოველდღე მასპინძლობს. Samsonite-ის გარდა, აქ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების არაერთი ცნობილი ბრენდის მაღაზიაა. ამიტომ საჭირო ნივთებს ერთ ტერიტორიაზე შეარჩევ და საყიდლებზე ქალაქის სხვადასხვა წერტილში წასვლა აღარ მოგიწევს.

მსგავსი სტატიები