საჩუქარი ქალისთვის: როგორ იცვლებოდა ტენდენციები სხვადასხვა ეპოქაში და რისი შერჩევაა შესაძლებელი დღეს

04 Sep 2026
2
min read

რენესანსის ეპოქის ევროპაში ქალისთვის ერთ-ერთ ძვირფას საჩუქრად ნაქარგი ტყავის სურნელოვანი ხელთათმანი ითვლებოდა. მის დამზადებას დიდი ყურადღება ექცეოდა, რადგან როგორც დიზაინი, ისე არომატი იმ ქალის გემოვნების მიხედვით ირჩეოდა, ვისთვისაც საჩუქარი იყო განკუთვნილი. 

ეპოქების ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა სასაჩუქრე ნივთებიც. ხელთათმანების შემდეგ პოპულარული გახდა მარაოები, მოგვიანებით სუნამოები, დროთა განმავლობაში კი არჩევანს ჩანთები, სამკაულები, შარფები, სათვალეები და სხვა აქსესუარებიც შეემატა. თუმცა ერთი რამ კვლავ უცვლელი დარჩა: ქალისთვის შერჩეული საჩუქარი გემოვნებასთან ერთად იმ ყურადღებასა და მზრუნველობასაც გამოხატავს, რომელიც მის მიმართ არსებობს.

საინტერესოა, რა ითვლებოდა იდეალურ საჩუქრად სხვადასხვა ეპოქაში, რა შეიცვალა დღემდე და როგორ აგრძელებენ ამ ტენდეციას ის ბრენდები, რომლებსაც „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ აღმოაჩენ.

რას ჩუქნიდნენ ქალს სხვადასხვა ეპოქაში?

საჩუქრის ტრადიციას უძველესი ისტორია აქვს და მისი დასაწყისი პირველი სამკაულების გაჩენას უკავშირდება. არქეოლოგიური მასალების მიხედვით, პრეისტორიულ ხანაში ადამიანები ნიჟარებისგან, სპილოს ძვლისა და ამოტვიფრული ქვისგან სხვადასხვა აქსესუარს ამზადებდნენ. ამ ნივთებს ორმაგი დანიშნულება ჰქონდა: ისინი ადამიანს ამშვენებდა და ტომებს შორის ურთიერთობის გამყარებასაც ემსახურებოდა. 

დროთა განმავლობაში საჩუქრებს უფრო პირადი და სიმბოლური დატვირთვა მიენიჭა. შუა საუკუნეებში ამის ერთ-ერთი მაგალითი ხელთათმანი იყო, რომელიც ერთგულებასა და სიყვარულთან ასოცირდებოდა. ამიტომ მამაკაცები მას ქალებს რომანტიკული გრძნობების გამოსახატავად ჩუქნიდნენ. ამავე დროს, ხელთათმნის ფერსა და მასალასაც დიდი ყურადღება ექცეოდა, რადგან ძვირფასი ქსოვილი და დახვეწილი დიზაინი მფლობელის მაღალ სოციალურ მდგომარეობაზე მიუთითებდა. 

შემდეგ საუკუნეებში საჩუქრის სიმბოლური დატვირთვა კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა. მეცხრამეტე საუკუნის ვიქტორიანულ ეპოქაში განსაკუთრებით გავრცელდა მცირე ზომის ნივთები, რომლებითაც ფარული გზავნილის გადმოცემა შეიძლებოდა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მარაო იყო. მისი დაჭერისა და მოძრაობის სხვადასხვა ფორმით ქალი სიტყვების გარეშე გამოხატავდა გრძნობას, განწყობასა და დამოკიდებულებას.

როგორი შეიძლება იყოს ქალისთვის სასურველი საჩუქარი 21-ე საუკუნეში?

დროთა განმავლობაში შეიცვალა ის ნივთები, რომლებსაც ქალისთვის საჩუქრად არჩევდნენ. ხელთათმანი, მარაო და ამოქარგული ხელსახოცი თანდათან ნაკლებად აქტუალური გახდა, მათი ადგილი კი ჩანთამ, შარფმა, სათვალემ და სუნამომ დაიკავა – ნივთებმა, რომლებსაც დღეს თანამედროვე ბრენდები მრავალფეროვანი სტილითა და დიზაინით გვთავაზობენ. 

გაფართოვდა იმ ადამიანების წრეც, ვისთვისაც საჩუქარს ყიდულობენ. დღეს სასურველი ნივთით არა მხოლოდ რომანტიკულ პარტნიორს, არამედ მეგობარს, დას ან დედასაც ახარებენ, ბევრი ქალი კი საჩუქარს საკუთარი თავისთვისაც არჩევს. 

ამასთან ერთად, დღეს საჩუქრის ზომასა და ფასს ისეთი მნიშვნელობა აღარ ენიჭება, როგორიც საუკუნეების წინ ჰქონდა. მოდის ინდუსტრიის მიმოხილვები, მათ შორის ყოველწლიური ანგარიში „State of Fashion“, მიუთითებს, რომ არჩევანისას ყურადღება ნივთების რაოდენობაზე მეტად მათ ხარისხსა და გამორჩეულობაზე მახვილდება. ერთი გააზრებულად შერჩეული ნივთი ხშირად რამდენიმე შემთხვევით საჩუქარზე მეტად დასამახსოვრებელია. 

ასეთი მიდგომის გამო შეიცვალა საჩუქრის მიმართ დამოკიდებულებაც. დღეს ფასდება არა მხოლოდ თავად ნივთი, არამედ ის ყურადღებაც, რომელიც მის შერჩევასა და პირადად გადაცემაში ჩანს. 

ბრენდული საჩუქრები ქალისთვის „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“

„თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ ჩანთის შერჩევა Pinko-ს, Furla-სა და Guess-ის კოლექციებიდან შეგიძლია, სადაც სხვადასხვა ფერისა და ფორმის მოდელებს ნახავ. მზის სათვალისთვის Sani Optics-ს ეწვიე, ხოლო თუ ელეგანტურ სამოსს ეძებ, Twinset-ისა და Zadig & Voltaire-ის კოლექციები დაათვალიერე. 

თუმცა კარგი საჩუქრის შესარჩევად მხოლოდ სასურველი ნივთის პოვნა არ კმარა. გასათვალისწინებელია, ვისთვის არჩევ მას და რა შეესაბამება ამ ადამიანის სტილსა და გემოვნებას. როცა ეს დეტალები იცი, მრავალფეროვან კოლექციებში სასურველი ვარიანტის მოძებნაც უფრო ადვილია. 

საჩუქრის შესარჩევად, სანამ „თბილისი აუთლეტ ვილიჯს“ ესტუმრები, სასურველია ვიზიტი წინასწარ დაგეგმო. ის ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 წუთის სავალზე, E60 ავტომაგისტრალთან მდებარეობს. ოფიციალურ ვებგვერდზე ბრენდების სრულ ჩამონათვალსა და სპეციალურ შეთავაზებებს გაეცნობი, შემდეგ კი გადაწყვეტ, რომელ მაღაზიებს ეწვიო და რამდენი დრო დაუთმო შოპინგს.

ნახე მისამართი რუკაზე

მსგავსი სტატიები