როგორ შეგიძლია შექმნა კაფსულა გარდერობი, თანაც აუთლეტურ ფასად?

18 ნოე 2026
•
3
min read
Zadig & Voltaire-ის ჯინსი და მაისური — კაფსულა გარდერობის ბაზისი

მიუხედავად იმისა, რომ ტანსაცმლის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, ბევრი ადამიანი უპირატესობას მინიმალისტურ გარდერობს ანიჭებს და პრაქტიკულ, ერთმანეთთან ადვილად შესახამებელ სამოსს არჩევს. ამ მიდგომას ეფუძნება „კაფსულა გარდერობის“ იდეაც. ასეთი გარდერობი შეიძლება სულ 25 ან 30 ნივთისგან შედგებოდეს, რომელთა შეხამებითაც ათობით განსხვავებულ ლუქს შექმნი.

ამ ბლოგში წაიკითხავ, როგორ გაჩნდა ეს იდეა, როგორ ეხმიანება ის 2026 წლის მოდის ტენდენციებს და რომელი ბრენდების სამოსით ააწყობ შენს კაფსულა გარდერობს „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“.

როგორ გაჩნდა კაფსულა გარდერობის იდეა?

ტერმინი „კაფსულა გარდერობი“ პირველად 1970-იან წლებში ლონდონური ბუტიკის მფლობელმა სუზი ფომ გამოიყენა. მან შეამჩნია, რომ მომხმარებლები დიდ თანხას ხარჯავდნენ ტანსაცმელში, რომელსაც მხოლოდ ერთი სეზონი ატარებდნენ, შემდეგ კი ივიწყებდნენ. ამ დაკვირვების საფუძველზე სუზი ფომ მათ განსხვავებული მიდგომა შესთავაზა: ყოველდღიური გარდერობისთვის რამდენიმე ხარისხიანი და ადვილად შესახამებელი ნივთი შეერჩიათ, რომლებიც წლების შემდეგაც არ დაკარგავდა აქტუალობას.

კონცეფციამ ფართო საზოგადოების ყურადღება 1985 წელს მიიპყრო, როდესაც ამერიკელმა დიზაინერმა დონა კარანმა თავისი პირველი სოლო კოლექცია „შვიდი მარტივი ნივთი“ (Seven Easy Pieces) წარადგინა. კოლექციაში შედიოდა ბოდე, ქვედაბოლო, ბლეიზერი, კაბა, ტყავის სამოსი, თეთრი პერანგი და ქაშმირის სვიტერი. იმ დროს Vogue წერდა, რომ დიზაინერს ამით სურდა ეჩვენებინა, როგორ შეიძლებოდა ამ მცირე ნაკრებით როგორც საქმიანი, ისე საღამოს ლუქების შექმნა.

მას შემდეგ კაფსულა გარდერობის მთავარი პრინციპები თითქმის აღარ შეცვლილა. დღესაც ითვლება, რომ ტანსაცმლის რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, თითოეული ნივთის მინიმუმ სამ სხვა სამოსთან შეხამება შეიძლებოდეს, შერჩეული ფერები კი ერთმანეთს უხდებოდეს.

კაფსულა გარდერობის მიმართ ინტერესი 2026 წელსაც დიდია და Who What Wear-ის რედაქტორებმა წლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ანტიტრენდული სტილი დაასახელეს. ინფლუენსერები და მოდის მიმდევრები ხანმოკლე სეზონური ტენდენციების ნაცვლად კლასიკურ, გამძლე სამოსს ირჩევენ, რომლის ტარებაც წლების განმავლობაში შეიძლება.

რა ნივთებისგან შედგება კაფსულა გარდერობის ბაზისი

კაფსულა გარდერობისთვის დაგჭირდება საბაზისო ზედა სამოსი, შარვლები და ქვედაბოლოები, კაბები, შემოსაცმელი სამოსი, ფეხსაცმელი და აქსესუარები.

ბაზისური ზედა სამოსი

Calvin Klein-ის თეთრი პოლო და მუქი ფართო შარვალი

კაფსულა გარდერობის შესადგენად თავდაპირველად ოთხი ან ხუთი ზედა სამოსი შეარჩიე. დაიწყე თეთრი კლასიკური მაისურით, რომელიც ჯინსსაც უხდება, კლასიკურ შარვალსაც და საშუალო სიგრძის ქვედაბოლოსაც. ამას შეგიძლია კიდევ ერთი ნეიტრალური ფერის მაისური და ნაქსოვი სვიტერი დაუმატო. ელეგანტური ლუქების შესაქმნელად კი პიჯაკიც გამოგადგება.

„თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ მაისურების შესარჩევად Tommy Hilfiger-ისა და Calvin Klein-ის მაღაზიებს შეგიძლია ესტუმრო. სვიტერებისთვის კი Twinset-ისა და Sisley-ის კოლექციები დაათვალიერე.

შარვლები და კაბები

Lee & Wrangler-ის ჯინსები ყოველდღიური ლუქისთვის

კაფსულა გარდერობისთვის ერთი მუქი და ერთი ღია ფერის ჯინსი შეარჩიე, კლასიკური ლუქებისთვის კი შავი ან მუქი ლურჯი, თავისუფალი ჭრის შარვალი. გარდერობის გასამრავალფეროვნებლად ორი ან სამი განსხვავებული კაბაც შეგიძლია შეიძინო. კარგი არჩევანია ფერადი, წელზე შესაკრავი (Wrap dress), თავისუფალი ჭრისა და კლასიკური შავი მოდელები.

ჯინსების შესარჩევად „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ Levi’s-ის, Lee & Wrangler-ისა და Calvin Klein-ის მაღაზიებს ესტუმრე. ქვედაბოლოებისა და კაბებისთვის კი Guess-ის, Funky Buddha-სა და Pinko-ს კოლექციებს გადახედე.

მოსაცმელები

Tommy Hilfiger-ის პიჯაკი, ზოლიანი სვიტერი და ნაქსოვი კაბა

კარგი იქნება, თუ გარდერობში ორ ან სამ მოსაცმელსაც გამოუძებნი ადგილს. ტრენჩი გაზაფხულსა და შემოდგომაზე შეგიძლია ატარო და როგორც კლასიკურ, ისე სპორტულ სამოსს შეუხამო. ჯინსის ქურთუკით ყოველდღიურ ლუქებს გაამრავალფეროვნებ, თავისუფალი სილუეტისთვის კი oversized პიჯაკი შეარჩიე.

„თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ ტრენჩებსა და კლასიკურ მოსაცმელებს Zadig & Voltaire-ის, Tommy Hilfiger-ისა და Trussardi-ს მაღაზიებში ნახავ. ჯინსის ქურთუკი კი Levi’s-ის მაღაზიაში შეგიძლია შეარჩიო.

ფეხსაცმელი

Pollini-ის ფეხსაცმელი და ჩანთა

მინიმალისტური დიზაინის თეთრი სპორტული ფეხსაცმელი შეგიძლია ჯინსთან, თავისუფალ შარვალთან ან ყოველდღიურ კაბასთან ერთად ატარო. თუ დღის განმავლობაში ბევრს დადიხარ, შერჩევისას კომფორტსაც მიაქციე ყურადღება. კლასიკური ლუქებისთვის კი დახვეწილი მოდელი შეარჩიე საშუალო სიმაღლის ქუსლით.

„თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ სპორტული მოდელებისთვის Nike-ის, Adidas-ისა და Puma-ს მაღაზიებს ესტუმრე. კომფორტული ყოველდღიური ფეხსაცმელი ECCO-სა და Geox-ის კოლექციებში მოძებნე, უფრო ელეგანტური ვარიანტები კი Pollini-ში.

ესტუმრე „თბილისი აუთლეტ ვილიჯს“ და ააწყვე კაფსულა გარდერობი

„თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების 40-ზე მეტი მაღაზიაა. სივრცეში შეგიძლია სხვადასხვა ბრენდის სამოსი შეადარო და შენი გარდერობისთვის ისეთი ნივთები შეარჩიო, რომლებიც ერთმანეთს მოუხდება.

მაღაზიებს კვირის ნებისმიერ დღეს შეგიძლია ესტუმრო. დაგეგმე ვიზიტი და კაფსულა გარდერობისთვის საჭირო ნივთები აუთლეტურ ფასად შეიძინე. სტუმრობამდე აუცილებლად გაეცანი მიმდინარე შეთავაზებებს.

მსგავსი სტატიები