ქალის ჩანთები: ხუთი მოდელი, რომელიც შენს გარდერობში უნდა იძებნებოდეს

მოდის ექსპერტები ერთ საინტერესო ფაქტზე თანხმდებიან: უბრალოდ შეუძლებელია, მხოლოდ ერთი ჩანთა ნებისმიერ სიტუაციასა და წვეულებას თანაბრად კარგად ერგებოდეს. ამ მიზეზით, გარდერობში ერთი უნივერსალური მოდელის ქონას რამდენიმე განსხვავებული დიზაინის არსებობა სჯობს. მაგალითად, დილის საქმიან შეხვედრას ერთი სტილი უხდება, საღამოს წვეულებას – სრულიად სხვა მოდელი, ვიზუალური აქცენტებისთვის კი ფერადი ჩანთაა საჭირო.
ამ ბლოგში იმ ხუთ საბაზისო მოდელზე ვისაუბრებთ, რომლებიც ყოველდღიური ან საღამოს გეგმებისთვის ყველაზე პრაქტიკულია. ამასთან ერთად, განვიხილავთ კონკრეტული სტილისთვის შესაფერის ბრენდებს და გეტყვით, რომ მათ ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ შეიძენთ.
Tote Bag
Tote bag-ის სახელით ცნობილი ორსახელურიანი დიდი ჩანთა თავდაპირველად პრაქტიკული საჭიროების გამო შეიქმნა. კონკრეტული დანიშნულებიდან გამომდინარე, მას მყარი ტილოსგან კერავდნენ, რათა ქსოვილს მძიმე ტვირთისთვის თავისუფლად გაეძლო. ფართო მოხმარებაში ეს მოდელი 1940-იან წლებში ამერიკულმა ბრენდმა L.L. Bean-მა დაამკვიდრა.
თანამედროვე მოდაში Tote bag საბაზისო ჩანთად მიიჩნევა. ის კომფორტულია გამორჩეული ტევადობის წყალობით. მასში თავისუფლად შეინახავ ყველაფერს, რაც დღის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეს, მაგალითად, ლეპტოპს, კოსმეტიკას, საფულესა თუ სხვა ნივთებს.
Tote bag-ის შერჩევისას ყურადღება მის მასალასა და სტრუქტურას უნდა მიაქციო. მკვრივი ტყავისგან დამზადებული მოდელები უკეთ ძლებს და პირვანდელ იერსახესაც ხანგრძლივად ინარჩუნებს. ამ თვალსაზრისით იტალიური მოდის სახლის, Furla-ს, ქალის ჩანთები ნამდვილად გამორჩეულია.
Structured Top-handle
Structured top-handle, რომელსაც მყარი ფორმა და მოკლე სახელური აქვს, ფორმალურ გარემოს განსაკუთრებულად უხდება. მსგავსი დიზაინი შეუმჩნეველი არასდროს რჩება და, უმეტეს შემთხვევაში, მთლიანი ლუქის მთავარი აქცენტია ხოლმე. შესაბამისად, მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრისა თუ საღამოს წვეულების დროს ის სამოსს ბევრად უფრო დახვეწილ და მოწესრიგებულ იერს აძლევს.
ამ ჩანთის შერჩევისას მასალის ხარისხი უმთავრესია. აუცილებელია ყურადღება მიაქციო ნაკერებსა და ლითონის დეტალებს – სუფთად დამუშავებული კიდეები და გამძლე შესაკრავები ნივთის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. ხარისხიანი Structured top-handle სტილის ჩანთის შერჩევას Trussardi-ს აქსესუარების კოლექციაში შეძლებ. ამ ბრენდის პირველი აუთლეტ მაღაზია საქართველოში „თბილისი აუთლეტ ვილიჯშია“ წარმოდგენილი, სადაც ბრენდული ქალის ჩანთები განსაკუთრებული შეთავაზებებით არის ხელმისაწვდომი.
Crossbody
Crossbody გრძელთასმიანი ჩანთაა, რომელიც მხარზე დიაგონალურად გადაიკიდება. მსგავსი მოდელები იდეალურია იმ ქალებისთვის, რომლებიც დღის განმავლობაში აქტიურად გადაადგილდებიან და პარალელურად სხვა ნივთების, მაგალითად, ლეპტოპის ჩანთის ტარებაც უწევთ.
როცა ამ სტილის ჩანთის შესარჩევად „თბილისი აუთლეტ ვილიჯს“ ესტუმრები, აუცილებლად დაათვალიერე ორი ცნობილი ბრენდის, Guess-ისა და DKNY-ს კოლექციები, რადგან ამ მაღაზიებში აღმოაჩენ ხარისხიან, ტევად და ძალიან ტრენდულ მოდელებს.
Clutch და სხვა მცირე ზომის ჩანთები
Clutch და სხვა მცირე ზომის მოდელები საღამოს შეხვედრებისა და სადღესასწაულო მიღებებისთვის არის განკუთვნილი. მართალია, მათში ბევრი ნივთი ვერ თავსდება, თუმცა მსგავსი მოდელების მთავარი დანიშნულება სულ სხვაა – ისინი ლუქის დამასრულებელ შტრიხად აღიქმება და საზეიმო განწყობას ქმნის.
ამ მიმართულებით იტალიური ბრენდის, Pinko-ს, კოლექციიდან Love Bag ნამდვილად გამორჩეული არჩევანია. ამ მოდელებს ერთი უნიკალური დეტალი გამოარჩევს, კერძოდ, საფირმო ბალთა, რომელზეც ორი ერთმანეთისკენ მიმავალი მერცხალია გამოსახული. ამ სიმბოლოს ბევრი „შეყვარებულ მერცხლებად“ იცნობს და ამ გამორჩეული შტრიხის წყალობით ქალის ჩანთები შორიდანვე ადვილად ამოსაცნობია.
Statement Bag
მკვეთრი ფერის ან უჩვეულო დიზაინის მქონე მოდელი მაშინ გამოგადგება, როცა ლუქს ერთი თვალსაჩინო აქცენტი აკლია. მსგავსი დეტალი სადა ტანსაცმელს ახალისებს და მას ინდივიდუალურობას ანიჭებს. რადგან გაზაფხულსა და ზაფხულში ხასხასა ტონები ყოველთვის აქტუალურია, ფერადი ჩანთა ამ სეზონების ხალისიან განწყობასა და მზიან დღეებს ძალიან უხდება.
თუ ზუსტად მსგავს სტილს ეძებ, ესპანურ ბრენდს, Bimba y Lola-ს, აუცილებლად უნდა ესტუმრო. ეს მოდის სახლი მომხმარებელს ისეთ აქსესუარებს სთავაზობს, რომლებიც თამამი ფერებითა და გეომეტრიული ფორმით იპყრობს ყურადღებას.
ესტუმრე „თბილისი აუთლეტ ვილიჯს“ და შეარჩიე სხვადასხვა სტილის ჩანთა
ყოველდღიური სტილისა თუ საღამოს წვეულებისთვის შესაფერისი ჩანთის შერჩევა ახლა უკვე ძალიან მარტივად შეგიძლია, რადგან საქართველოში პირველი აუთლეტ ფორმატის სივრცე გაიხსნა. „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ სხვადასხვა სტილის ქალის ჩანთები და ბლოგში განხილული ყველა წამყვანი ბრენდის კოლექცია დაგხვდება.

.jpg)
