პრემიუმ ბრენდები ხელმისაწვდომ ფასად: როგორ დავგეგმოთ იდეალური შოპინგი აუთლეტში

27 Jun 2026
•
3
min read

ათწლეულების წინ ის სივრცეები, რომლებიც დღეს თანამედროვე აუთლეტ-კონცეფციის სავაჭრო ცენტრებად მიიჩნევა, უბრალო საწყობის ფუნქციას ასრულებდა. წამყვანი ბრენდები წინა სეზონების კოლექციებს ქალაქის გარეუბნებში ათავსებდნენ და ხელმისაწვდომ ფასად ყიდდნენ. თუმცა, იმ პერიოდში ამ ადგილებს მომხმარებლები იშვიათად სტუმრობდნენ. 

‍

დროთა განმავლობაში ჯერ ევროპაში, მოგვიანებით კი მთელ მსოფლიოში, აუთლეტი საწყობიდან გამორჩეული არქიტექტურისა და განსაკუთრებული კონცეფციის მქონე საშოპინგო სივრცედ გარდაიქმნა. ამასთან ერთად, შეიცვალა ვიზიტის მიზანიც – თუ ადრე მომხმარებელი აქ მხოლოდ კონკრეტული ნივთის შესაძენად მიდიოდა, დღეს აუთლეტი მულტიფუნქციური გარემოა, სადაც შოპინგი დასვენებისა და გართობის განუყოფელ ნაწილად იქცა. 

‍

მასშტაბურმა სივრცემ და ერთ ლოკაციაზე თავმოყრილმა უამრავმა ბრენდმა ჩამოაყალიბა მიდგომა, რომელიც Smart Shopping-ის სახელით არის ცნობილი. 2025 წლის სექტემბრიდან ეს სტრატეგია ქართველი მომხმარებლისთვისაც სრულიად რელევანტური გახდა, რადგან ქვეყანაში პირველი აუთლეტ-კონცეფციის სივრცე – „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ გაიხსნა. 

‍

რა არის Smart Shopping და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

‍

ტერიტორიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ერთ დღეში ყველა მაღაზიის სრულად მოვლა საკმაოდ რთულია. ჭარბი ინფორმაცია და ვიზუალური მრავალფეროვნება კი, თავის მხრივ, არჩევანის გაკეთებას კიდევ უფრო ართულებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩამოყალიბდა smart shopping-ის იდეა, რომელიც სამი მარტივი ნაბიჯისგან შედგება.

‍

პირველი ეტაპი წინასწარ მომზადებას უკავშირდება. სასურველია, ვიზიტამდე ზუსტად იცოდე, თუ რომელი ბრენდები გაინტერესებს, რა ტიპის სამოსის შეძენას გეგმავ და რომელია შენთვის პრიორიტეტული. 

‍

მომდევნო ეტაპი მარშრუტისა და დროის სწორ მართვას ეთმობა. მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვრო, დღის რომელ მონაკვეთში რომელ მაღაზიას ესტუმრები და როგორ გადაანაწილებ დროს, რათა შოპინგმა ზედმეტი დაღლის გარეშე, მაქსიმალურად სასიამოვნოდ ჩაიაროს. 

‍

და ბოლოს, მესამე ნაბიჯი: წინასწარ გაარკვიე ყველაფერი სამუშაო საათების, მიმდინარე ფასდაკლებებისა და საჭირო სერვისების შესახებ. 

‍

წინასწარ შეარჩიე ბრენდები შენი სტილისა და საჭიროების მიხედვით

‍

„თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების 40-ზე მეტი მაღაზიაა განთავსებული, რომელთა სრულად დათვალიერება ერთ დღეში საკმაოდ რთულია. ამიტომ, აჯობებს ვებგვერდზე ბრენდების ჩამონათვალს წინასწარ გადახედო და შეარჩიო ის მაღაზიები, სადაც აუცილებლად გსურს შესვლა. 

‍

თუ ახალი ჯინსის შარვლის შერჩევა გსურს, Levi's-ის, Lee & Wrangler-ისა თუ Calvin Klein-ის აუთლეტ მაღაზიებს უნდა ესტუმრო. თუ პრიორიტეტული სპორტული ფეხსაცმლის შეძენაა, მაშინ, პირველ რიგში, Nike-ის, Adidas-ისა და Puma-ს კოლექციებს უნდა გადაავლო თვალი, ხოლო თუ აქსესუარების განახლებას გეგმავ, აუთლეტში მისვლისთანავე Furla-ს, Guess-ის, Sani Optics-სა და Samsonite-ს ეწვიე. 

‍

მაღაზიები სტილის მიხედვითაც შეგიძლია დააჯგუფო. მაგალითად, საქმიანი ან კლასიკური სტილის შესაქმნელად Adolfo Dominguez-ის, Tommy Hilfiger-ისა და Trussardi-ს აუთლეტ-მაღაზიები მოინიშნე. ყოველდღიური, თავისუფალი და კომფორტული სამოსისთვის Benetton-სა და Jack & Jones-ს აუცილებლად ესტუმრე. ფეხსაცმლისა და ჩანთების კატეგორიაში Pollini-ს, ECCO-სა და Geox-ს თუ ესტუმრები, დახვეწილ და კომფორტულ მოდელებს შეარჩევ, ხოლო გამორჩეული აქცენტებისა და მოდური აქსესუარებისთვის Pinko-ს, Zadig & Voltaire-ს, Bimba Y Lola-სა და DKNY-ს კოლექციები დაათვალიერე.

‍

შეარჩიე შენთვის კომფორტული დღე და დაგეგმე ვიზიტი ვილიჯში

‍

დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზიტის დროის სწორად შერჩევასაც. ვილიჯი ყოველდღე 11:00 საათიდან მუშაობს. სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ნაკლები ხალხმრავლობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველი სამოსის მოსინჯვას მშვიდ გარემოში შეძლებ. 

‍

შაბათ-კვირას, განსაკუთრებით შუადღიდან საღამომდე, სივრცე უფრო ცოცხალი და დატვირთულია. თუ შოპინგთან ერთად განტვირთვა და დასვენებაც გსურს, ეს პერიოდი საუკეთესო განწყობას შეგიქმნის, რადგან უქმეების ატმოსფეროს განსაკუთრებული ხიბლი და სადღესასწაულო ხასიათი აქვს. 

‍

გადაამოწმე შეთავაზებები ვებგვერდზე და იშოპინგე აუთლეტურ ფასად

‍

აუთლეტ-ფორმატის უპირატესობა მუდმივი ფასდაკლებებია. წარმოდგენილი ბრენდების პროდუქციის ღირებულება სტანდარტულ ფასთან შედარებით საშუალოდ 30%-ით ნაკლებია, ხოლო სეზონური თუ სპეციალური აქციების პერიოდში ფასდაკლებები 70%-საც აღწევს. 

დღევანდელ აქციებს მომდევნო კვირებში ახალი ფასდაკლებები ანაცვლებს, რომლებიც შესაძლოა სრულიად სხვა ბრენდებსა და პროდუქციას მოიცავდეს. აქედან გამომდინარე, ვიზიტამდე ვებგვერდზე მიმდინარე შეთავაზებები აუცილებლად უნდა გადაამოწმო.

‍

„თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ ოფიციალურ პლატფორმაზე ინფორმაცია სისტემატურად ახლდება. სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია წინასწარ გაარკვიო, კონკრეტულად რომელ ბრენდზე რა სახის შეთავაზება მოქმედებს და შენი ე.წ. საშოპინგო გეგმაც ამის მიხედვით შეადგინო. 

‍

„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ თბილისის ცენტრიდან დაახლოებით 25 წუთის სავალზე, კახეთის გზატკეცილზე (E60) მდებარეობს, სადაც მარტივად მიხვალ, უფასო პარკირებით ისარგებლებ და შოპინგს ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე დაიწყებ. 

‍

თუ ვიზიტს წინასწარ დაგეგმავ, ვილიჯში სტუმრობას სასიამოვნო დღედ აქცევ, სასურველ ნივთებს ხელმისაწვდომ ფასად შეიძენ და განიტვირთები.