საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ უმასპინძლებს

25 Jul 2026
min read

25 ივლისს, 17:00 საათიდან, ქვეყნის წამყვანი ავტოკლუბები, უნიკალური ავტომობილების გამოფენა და მრავალფეროვანი სანახაობა ერთ სივრცეში გაერთიანდება.

თბილისი, საქართველო — 25 ივლისს, „საქართველოს ავტოკლუბთა ფედერაციის“ ორგანიზებითა და „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ მასპინძლობით, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ავტოფესტივალი გაიმართება. ღონისძიება მიზნად ისახავს საავტომობილო კულტურის პოპულარიზაციას და როგორც ავტომოყვარულებისთვის, ისე ოჯახებისთვის დაუვიწყარი, სანახაობრივი დღესასწაულის შექმნას.

ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ საქართველოს ოფიციალური ავტოკლუბების მიერ წარმოდგენილი უნიკალური ავტოპარკი. გამოფენაზე ერთმანეთს შეხვდება იშვიათი კლასიკური და რეტრო მოდელები, ასევე თანამედროვე სპორტული და ექსკლუზიური ავტომობილები.

„ჩვენი მიზანია, ეს დღე არა მხოლოდ ავტომოყვარულების შეკრებად, არამედ საერთო სახალხო დღესასწაულად ვაქციოთ. „თბილისის აუთლეტ ვილიჯის“ ინფრასტრუქტურა გვაძლევს საშუალებას, ვუმასპინძლოთ ათასობით სტუმარს და შევთავაზოთ მათ უმაღლესი დონის სანახაობა და დასასვენებელი სივრცე,“ — აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

რას უნდა ელოდოს დამსწრე საზოგადოება

  • მასშტაბური ავტო-შოუ: ქვეყნის წამყვანი ავტოკლუბების მიერ წარმოდგენილი რჩეული ავტომობილების გამოფენა.
  • ცოცხალი მუსიკა და DJ
  • გრანდიოზული გათამაშება: ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოიგონ 1 ტონამდე საწვავი და სხვა ფასეული პრიზები ღონისძიების პარტნიორებისგან.

სივრცეები ყველა თაობის სტუმრისთვის

ორგანიზატორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს კომფორტული და ინკლუზიური გარემოს შექმნას, რათა ფესტივალზე მოსულმა თითოეულმა სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნობს:

  • საბავშვო გასართობი ზონა: „თბილისის აუთლეტ ვილიჯის“ მიერ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პატარებს მრავალფეროვანი ატრაქციონები და გასართობი პროგრამა დახვდებათ, რაც ოჯახებს საშუალებას მისცემს, დღე სრულფასოვნად გაატარონ.
  • კვებისა და დასასვენებელი ზონა: ტერიტორიაზე განთავსდება კვების ობიექტები და გამაგრილებელი სასმელების სივრცეები, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი მენიუს დაგემოვნება და კომფორტულად დასვენება შეეძლებათ.

მსგავსი სტატიები