გაზაფხული 2026: მოდის ტრენდები და შოპინგი თბილისში

04 May 2026
3
min read

ბოლო ორი წლის განმავლობაში მოდის სამყაროში ერთი მიმართულება, სახელწოდებით quiet luxury, დომინირებდა. ეს სტილი ნეიტრალურ ტონებს, სამოსზე ლოგოების არარსებობასა და მინიმალისტურ დეტალებს გულისხმობდა. თუმცა, 2026 წლის გაზაფხულის მოდის ტენდენციებში სიახლეები შეინიშნება. 

Pinterest-ის გლობალური კრეატიული ვიცე-პრეზიდენტი, ქსანტე ველსი, ამ ცვლილებას შემდეგნაირად აღწერს: „ჩვენი უმეტესობა მუდამ ერთი განწყობითა და სტილით არ ცხოვრობს, არამედ ვცდილობთ, ერთდროულად დავაბალანსოთ სიმშვიდე და ქაოსი, საქმე და განტვირთვა“. სწორედ ამ განწყობამ განსაზღვრა 2026 წლის მოდის ტენდენციები, რომლებშიც ფერები და სილუეტები უფრო ცოცხალი, ინდივიდუალური და თამამია.

საინტერესოა, კონკრეტულად რა იცვლება მიმდინარე სეზონზე და ამ ტენდენციებიდან რისი პოვნაა შესაძლებელი „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“.

ნეიტრალური ტონებიდან მკვეთრ ფერებამდე: რა იცვლება მოდის სამყაროში?

ცვლილებები ფერებიდან დაიწყო. 2024 და 2025 წლებში ძირითადად ჩალისფერი, შავი და თეთრი ტონები იყო აქტუალური. ამ გაზაფხულზე კი კობალტისფერი ლურჯი, ცეცხლოვანი წითელი, ლიმონისფერი ყვითელი და ზურმუხტისფერია ტრენდული. 

თუმცა, მთავარი ტრენდი არა რომელიმე კონკრეტული ფერი, არამედ მათი ერთმანეთთან არაორდინალური შეხამება, ანუ Color clashing-ია. ამის მაგალითად Chanel-ის ჩვენების გახსენება შეიძლება, სადაც ვარდისფერ პერანგს ბორდოსფერი ქვედაბოლო შეუხამეს. ამავე ტენდენციას ეხმაურება ონლაინ დიზაინერული გამოცემა Who What Wear, რომელიც ამტკიცებს, რომ კობალტისფერი და ესპრესოსფერი, ან ყვითელი და სალბისფერი მწვანე ის კომბინაციებია, რომლებიც, ერთი შეხედვით, ერთმანეთს არ უნდა ერგებოდეს, თუმცა რეალობაში ძალიან უხდება.

ნეიტრალური ფერები მოდის ტენდენციებიდან არ გაუჩინარებულა – როდესაც დიზაინერები ხაკისფერს, შავს ან მუქ ლურჯს იყენებენ, მათ ხშირად მკვეთრ აქცენტებს ამატებენ. ამრიგად, კოლექციაში თამამი ფერების გამოყენება აუცილებლად კაშკაშა სამოსის შექმნას არ გულისხმობს, რადგან ხშირად ერთი აქცენტური დეტალიც სავსებით საკმარისია. 

Tommy Hilfiger-ის კოლექციებში წითელი, თეთრი და ლურჯი მუდმივად ჭარბობს, რაც მიმდინარე სეზონის color clashing ტენდენციას ბუნებრივად ერგება. Benetton კი, რომელიც ფერადი სამოსით ყოველთვის გამოირჩეოდა, ამ სეზონზე კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა. 

როგორია სპორტული ფეხსაცმლის განახლებული ტენდენციები 2026 წელს?

ბოლო წლების განმავლობაში სპორტულ კოლექციებში ე.წ. „dad sneakers“ დომინირებდა. 2026 წლის გაზაფხულის მოდის ტენდენციებზე დაკვირვებით ჩანს, რომ მომხმარებლები ახლა უპირატესობას უფრო მსუბუქი და დახვეწილი სილუეტის ფეხსაცმელს ანიჭებენ.

ამას ისიც ადასტურებს, რომ Celine-ის, Prada-სა და Dries Van Noten-ის ჩვენებებზე თხელი ძირის მქონე მსუბუქი ბოტასები გამოჩნდა, რომლებიც ვიზუალურად 70-80-იანი წლების სარბენ ფეხსაცმელს ჰგავს. აღნიშნული ტენდენცია პოდიუმს მიღმა, ქუჩის მოდაშიც შეინიშნება. მაგალითად, Puma-ს Speedcat-ის მოდელი, რომელიც რიანამ და დუა ლიპამ მოირგეს, ასევე ჯენიფერ ლოურენსის საყვარელი Adidas Tokyo სეზონის ყველაზე მოთხოვნად მოდელებად იქცა.

ამავდროულად კვლავ აქტუალურია ფერადი სპორტული ფეხსაცმელი. Fendi-მ, Dries Van Noten-მა და Lacoste-მ წარადგინეს მოდელები, რომელთა პალიტრასაც მოდის სფეროს წარმომადგენლები ფერადი ფანქრების ყუთს ადარებენ.

„თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ სტუმრობისას Nike-ის, Adidas-ისა და Puma-ს ამ მოდელების შერჩევაა შესაძლებელი. აქ აღმოაჩენ მსუბუქ, რეტრო ფორმის ბოტასებს როგორც ნეიტრალურ, ისე ფერად ვარიაციებში.

დენიმის ესთეტიკა და მიმდინარე წლის მთავარი აქცენტები

დენიმი ყოველ სეზონზე აქტუალურია, თუმცა 2026 წლის გაზაფხულზე გამოიკვეთა ერთი კონკრეტული მიმართულება, სახელწოდებით head-to-toe denim, რომელიც ჯინსის შარვლისა და ქურთუკის კომბინაციას გულისხმობს.

Heuritech-ის მონაცემებით, პოდიუმებზე დენიმის გამოყენების მაჩვენებელი 2025 წლის გაზაფხულთან შედარებით 200%-ით გაიზარდა. ისეთმა ბრენდებმა, როგორებიცაა Casablanca, Givenchy, Dior და Zimmermann, დენიმი საგაზაფხულო კოლექციებში აქტიურად გამოიყენეს. სოციალურ ქსელებში კი განსაკუთრებით პოპულარული გახდა „brut denim“ სტილი, რაც დაუმუშავებელი და ნატურალური ტექსტურის მქონე ჯინსის სამოსს მოიაზრებს.

სიახლეებია ფერთა პალიტრაშიც. მუქი ტონები ნაკლებად აქტუალურია და მათ ნაცვლად ღია, ე.წ. გაცრეცილი ჯინსებია მოთხოვნადი. სილუეტებში კი კაპრი-სტილის შარვალი გამოირჩევა, რომლის სიგრძეც კოჭს ზემოთ სრულდება.

Levi’s, Lee & Wrangler და Calvin Klein დენიმის შერჩევისას მუდამ საუკეთესო არჩევანია. სამივე ბრენდი „თბილისი აუთლეტ ვილიჯშია“ წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველი ლუქის შესაქმნელად სამოსს ერთ სივრცეში იპოვი.

სპორტული სტილი სავარჯიშო დარბაზს მიღმა გავრცელდა

სპორტული ტანსაცმლის აღქმა მიმდინარე სეზონზე საგრძნობლად შეიცვალა. CNN-ის ინფორმაციით, ეგრეთ წოდებულმა quarter-zip ჟაკეტმა, რომელიც მარტივი და კომფორტული სამოსია, TikTok-ზე მოულოდნელი პოპულარობა მოიპოვა. 

ეს მიმართულება მაღალი მოდის ბრენდების კოლექციებშიც გამოჩნდა. მაგალითად, Saint Laurent-ის 2026 წლის საგაზაფხულო კამპანიაში ქარგაუმტარი ქურთუკი 80-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ფერებით, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებთან და მაქმანებიან შორტებთან იყო შეხამებული.  

რეტრო სტილის სპორტული და ტექნიკური ქსოვილისგან დამზადებული წყალგაუმტარი ქურთუკები ამ სეზონზე როგორც ქუჩაში, ისე საოფისე გარემოშიც ხშირად შეინიშნება. მათ კლასიკურ, ღილებიან პერანგთან ან ქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად ატარებენ, რაც ტრადიციულ სპორტულ სამოსს სრულიად განსხვავებულ ელფერს სძენს.

საგაზაფხულო აქსესუარები: სათვალეები, ჩანთები და გულსაბნევები

ამ გაზაფხულზე აქსესუარებს ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება ეთმობა. Who What Wear-ის რედაქტორების დაკვირვებით, მოდაში გლამურული სტილი ბრუნდება, რაც ყველაზე მეტად სწორედ აქსესუარების მრავალფეროვნებაში აისახება.

მზის სათვალეებს შორის ყველაზე თვალსაჩინო ტრენდი bug-eye სტილია. ეს არის დიდი და ოვალური ფორმის ჩარჩოები, რომლებიც Balenciaga-სა და Valentino-ს კოლექციებში აქტიურად გამოჩნდა. აღნიშნული ფორმა 60-70-იანი წლების ესთეტიკას ეხმიანება და მინიმალისტურ სამოსთან შეხამებისას ვიზუალს სრულიად ცვლის.

ჩანთების კატეგორიაში pouch ფორმის მოდელები კვლავ აქტუალურია. ამასთანავე, გულსაბნევები, რომლებიც ბოლო წლებში თითქმის მივიწყებული იყო, კვლავ პოპულარული ხდება. Chanel-ისა და Valentino-ს ჩვენებებზე ისინი საყელოებზე, სვიტერებსა თუ ჩანთებზე იყო დამაგრებული. Who What Wear ამ ტენდენციას „ბებიის საიუველირო ყუთის“ ეფექტს უწოდებს, რაც ვინტაჟური აქსესუარის თანამედროვე კონტექსტში, სრულიად ახლებურად გამოყენებას გულისხმობს.

კიდევ ერთი მოულოდნელი ტრენდი თხელი შარფებია, რომლებსაც არა სითბოსთვის, არამედ სტილისტური აქცენტის შესაქმნელად იყენებენ. ამრიგად, ამ დეტალს – პერანგზე, ჩანთის სახელურზე თუ თმაში – მიმდინარე სეზონზე ძალიან ხშირად შეხვდებით. 

„თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ ჩანთების შესარჩევად Furla და Guess საუკეთესო არჩევანია, სათვალეებისთვის Sani Optics გამოირჩევა, ხოლო Samsonite-ში ფუნქციური აქსესუარების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი.

ესტუმრე ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯს” და შეარჩიე ტრენდული სამოსი გაზაფხულისთვის

„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ ქალაქის ცენტრიდან ავტომობილით მარტივად მისასვლელ ადგილას მდებარეობს. გარდა ამისა, ამ მიმართულებით უფასო შატლიც მოძრაობს, რომლის დაჯავშნაც წინასწარ, ვებ-გვერდის საშუალებით არის შესაძლებელი.

ვილიჯი სტუმრებს ყოველდღე, 11:00-დან 20:00 საათამდე მასპინძლობს. ამ ბლოგში ნახსენები ბრენდების გარდა, აქ ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ფეხსაცმლის 30-ზე მეტი მაღაზიაა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფასები სხვა ფილიალებთან შედარებით საშუალოდ 30%-ით უფრო ხელმისაწვდომია.

ერთ სივრცეში სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის დათვალიერება და შედარება გაცილებით კომფორტულია, რადგან აღარ არის საჭირო მაღაზიების სხვადასხვა ლოკაციაზე ცალ-ცალკე მონახულება.

შეთავაზებების ნახვა: http://tbilisioutletvillage.com/ka/exclusive-offers