5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმრო „თბილისი აუთლეტ ვილიჯს“ ამ უქმეებზე

საქართველოში შოპინგის კულტურა „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ გამოჩენის შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა – ქალაქში ისეთი ბრენდები გამოჩნდა, რომლებიც ადრე მიუწვდომელი იყო, საყიდლებზე სიარულმა კი დასვენებისა და გართობის სახე მიიღო. მრავალფეროვნებისა და სასიამოვნო ატმოსფეროს გამო, ეს სივრცე საუკეთესო ადგილია შაბათ-კვირის გასატარებლად.
ამ ბლოგში გიზიარებთ ხუთ მიზეზს, რომლებიც დაგარწმუნებს, რომ უქმე დღეების ვილიჯში გატარება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებ და გარდერობს აუთლეტურ ფასად განაახლებ
თუ „თბილისი აუთლეტ ვილიჯს“ ესტუმრები, ქალაქის ცენტრალურ ფილიალებთან შედარებით, ახალ სამოსს საშუალოდ 30%-ით ნაკლებ ფასად შეიძენ.
გაითვალისწინე, რომ ეს არ არის დროებითი შეთავაზება ან სეზონური აქცია. აქ წინა სეზონების კოლექციები, ექსკლუზიური მოდელები და სპეციალურად შერჩეული პროდუქცია დაგხვდება, რომელთა ღირებულებაც თავიდანვე აუთლეტის პრინციპით დგინდება.
ხშირად ფასდაკლებები 30%-ს აჭარბებს. მაგალითად, ამჟამად Funky Buddha-ს კოლექციებს 60%-ზე მეტი ფასდაკლებით შეიძენ, Monnalisa-სა და Pollini-ს მაღაზიებში კი 50%-ზე მეტს დაზოგავ.
ერთ სივრცეში აღმოაჩენ შენს საყვარელ საერთაშორისო ბრენდებს
საყიდლებზე სხვადასხვა მაღაზიაში სიარული დიდ დროსა და ენერგიას გართმევს. „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ ეს სირთულე აღარ შეგაწუხებს, რადგან ერთ სივრცეშია თავმოყრილი ის საერთაშორისო ბრენდები, რომლებიც განსხვავებული სტილის სამოსს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს გთავაზობენ.
სპორტული სამოსის შესაძენად Nike-ს, Adidas-სა და Puma-ს ესტუმრები, ჯინსებს კი Levi’s-ის, Lee & Wrangler-ის ან Calvin Klein-ის მაღაზიებში შეარჩევ. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს Tommy Hilfiger და Benetton, რომელთა ფერადი კოლექციებიც მიმდინარე სეზონის ტენდენციებს იდეალურად ერგება.
თუ აქსესუარები გიყვარს, Furla-სა და Guess-ში გამორჩეულ ჩანთებს შეარჩევ. ახალი სათვალის მოსარგებად შეგიძლია Sani Optics-ს ეწვიო, მრავალფეროვანი სამგზავრო ნივთები კი იქვე, Samsonite-ში შეიძინო.
უქმეებზე ვილიჯში სტუმრობა იმიტომაა რეკომენდებული, რომ დროში შეზღუდული არ ხარ და კოლექციების საგულდაგულოდ დათვალიერებას შეძლებ. მშვიდად შეადარებ ნივთებს ერთმანეთს, აირჩევ მხოლოდ იმას, რაც ყველაზე მეტად შეესაბამება შენს გემოვნებას და სასურველ მოდელებს სპეციალური, აუთლეტური ფასით შეიძენ.
მოინახულებ კავკასიაში პირველ ღია კონცეფციის აუთლეტ სივრცეს და გაეცნობი მის უნიკალურ არქიტექტურას
„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ მთელ რეგიონში ერთადერთი ღია ცის ქვეშ გაშენებული საშოპინგო სივრცეა. მისი კონცეფცია ესპანურ არქიტექტურულ სტუდიას, L35-ს ეკუთვნის, რომელმაც ისეთ ცნობილ ევროპულ პროექტებზე იმუშავა, როგორებიცაა: La Roca Village და Las Rozas Village.
ესპანელმა არქიტექტორებმა სივრცეში თანამედროვეობასთან ერთად, ძველი თბილისის ნაცნობი დეტალებიც გააცოცხლეს, ამიტომ ქვაფენილით მოპირკეთებულ ხეივნებში, მცირე მოედნებსა და ბაღებში სეირნობისას თავი მყუდრო, ისტორიულ ქალაქში გეგონება. ეს გარემო მკვეთრად განსხვავდება ჩვეულებრივი სავაჭრო ცენტრებისგან, სადაც მზის შუქი ნაკლებად აღწევს და სუფთა ჰაერზე ყოფნასაც ვერ ახერხებ. შაბათ-კვირას, როცა კარგი ამინდია, ასეთ სივრცეში დროის გატარება განსაკუთრებით სასიამოვნოა.
დააგემოვნებ გამორჩეულ კერძებს და დროს ოჯახთან ერთად გაატარებ
„თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ შოპინგის გარდა, კიდევ ბევრი საინტერესო რამ დაგხვდება. სეირნობისას შეგიძლია სასურველ კაფესა თუ რესტორანში შეისვენო, სადაც როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს შემოგთავაზებენ.
შაბათ-კვირას ვილიჯში ცოცხალი მუსიკა ჟღერს და ბავშვებისთვის სპეციალური აქტივობები ეწყობა, ამიტომ თუ სტუმრობას ოჯახთან ერთად გადაწყვეტ, დროს ყველანი სასიამოვნოდ გაატარებთ.
პროექტის მთავარი ჩანაფიქრია, აქაურობა შენთვის იმ გამორჩეულ და დასამახსოვრებელ ადგილად იქცეს, სადაც უქმეებზე ახალ კოლექციებს დაათვალიერებ, გარდერობს განაახლებ და მშვიდ გარემოში დასვენებასთან ერთად, სხვადასხვა სანახაობითაც დატკბები.
დაზოგავ დროს და პარკირებაზე ფიქრის გარეშე იშოპინგებ
რაც ყველაზე მთავარია, ვილიჯი ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე, E60 ავტომაგისტრალთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ მოსასვლელად დიდ დროს არ დახარჯავ.
ადგილზე 2 000 მანქანაზე გათვლილი უფასო ავტოსადგომია, ამიტომ უქმეების პიკის საათებშიც კი თავისუფალ სივრცეს უპრობლემოდ იპოვი. თუ ელექტრომობილით გადაადგილდები, ტერიტორიაზე სპეციალური დამტენი სადგურებიც დაგხვდება.
ეწვიე „თბილისი აუთლეტ ვილიჯს“ ამ უქმეებზე
„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ ყოველდღე, 11:00-დან 20:00 საათამდე ღიაა. აქ შოპინგით, გემრიელი კერძებითა და დასვენებით კვირის ნებისმიერ დღეს ისიამოვნებ, თუმცა უქმეები ამ ყველაფრისთვის მაინც საუკეთესო დროა.
ბრენდების სრულ ჩამონათვალსა და მიმდინარე აქციებს წინასწარ ვებგვერდზე გაეცნობი, ადგილზე მისასვლელად კი ქალაქის ცენტრიდან ბევრი დრო არ დაგჭირდება. ამიტომ დაგეგმე ვიზიტი ამ უქმეებზე და აღმოაჩინე ყველა სიახლე, რომელიც ვილიჯში გელოდება.

