სად მდებარეობს „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“: მცირე გზამკვლევი შოპინგის მოყვარულთათვის

„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ ღია ტიპის სავაჭრო კომპლექსია, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობს. ცენტრიდან დაშორების გამო ვიზიტამდე ხშირად ჩნდება კითხვა, თუ როგორ შეიძლება იქ მოხვედრა და რომელი გზაა ყველაზე მოხერხებული. დროის დასაზოგად, ბლოგში თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც ვილიჯამდე მარშრუტის დაგეგმვაში დაგეხმარება.
სად მდებარეობს „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“?
სივრცე თბილისის შემოვლით გზასთან, კახეთის გზატკეცილის (E60) მონაკვეთთან ახლოს მდებარეობს. ორიენტირად თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი მაგისტრალიც გამოდგება, რადგან კომპლექსი მის უშუალო სიახლოვესაა. ქალაქის ცენტრიდან აქამდე მოსვლას ავტომობილით დაახლოებით 25 წუთი დასჭირდება. ზუსტი ლოკაციის დასადგენად კი შეგიძლია აპლიკაცია Google Maps გამოიყენო.
როგორ შეძლებ ვილიჯამდე მისვლას?
ვილიჯამდე მისასვლელად რამდენიმე გზა არსებობს. ყველაზე კარგი გამოსავალი საკუთარი ავტომობილით წასვლაა. კახეთის გზატკეცილი პირდაპირ კომპლექსს უკავშირდება, რის გამოც ქალაქის ცენტრიდან გასვლის შემდეგ დანიშნულების ადგილას ძალიან მალე მიხვალ. ტერიტორიაზე ორი ათასზე მეტი უფასო საპარკინგო ადგილია მოწყობილი, ამიტომ მანქანის გასაჩერებელ სივრცეს უპრობლემოდ იპოვი.
თუ საკუთარი მანქანა არ გყავს, ტაქსით მგზავრობაც მოსახერხებელი გამოსავალია – აპლიკაციით წამებში გამოიძახებ, უშუალოდ გზას კი, თუ საცობები არ არის, სულ რაღაც 25 წუთი დასჭირდება.
გაითვალისწინე, რომ „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ ქალაქგარეთ მდებარეობს და საზოგადოებრივი ტრანსპორტი შედარებით იშვიათად დადის. თუ ავტობუსით წასვლას გადაწყვეტ, უმჯობესია, მარშრუტი და უახლოესი გაჩერების მდებარეობა წინასწარ მობილური აპლიკაციით გადაამოწმო.
რატომ უნდა ეწვიო „თბილისი აუთლეტ ვილიჯს“?
კომპლექსი აუთლეტის პრინციპით მუშაობს, რაც იმას განაპირობებს, რომ წინა სეზონების კოლექციებსა თუ გამორჩეულ მოდელებს ქალაქის ცენტრალურ მაღაზიებთან შედარებით ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძენ.
ამასთანავე, ვილიჯში ბრენდების დიდი არჩევანი დაგხვდება. ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების შესაძენად მთელი ქალაქის შემოვლა აღარ დაგჭირდება, რადგან ერთ სივრცეში კოლექციებს იოლად შეადარებ და საუკეთესო ნივთებს შეარჩევ.
ეს სივრცე განტვირთვისთვისაც შესანიშნავი ადგილია. შოპინგის შემდეგ ღია ცის ქვეშ დაისვენებ და იქვე გემრიელ კერძებს დააგემოვნებ.
რა უნდა გაითვალისწინო სტუმრობამდე?
გარე სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე, შოპინგამდე კარგი იქნება, თუ ამინდის პროგნოზს გადაამოწმებ, რადგან თბილ დღეებში სეირნობა გაცილებით სასიამოვნოა. თუ ხალხმრავლობას ერიდები, სჯობს, ვილიჯს გახსნისთანავე ესტუმრო. ამ პერიოდში მაღაზიები ახალად გახსნილია, შესაბამისად, სიმშვიდე დაგხვდება და რიგში დგომაც არ მოგიწევს.
სახლიდან გასვლამდე თვალი გადაავლე ვებგვერდს, სადაც მოცემულია ბრენდების სრული ჩამონათვალი და ინფორმაცია სპეციალური შეთავაზებების შესახებ. დანარჩენ საინტერესო დეტალებს უკვე უშუალოდ ადგილზე ნახავ. ასე რომ, შეგიძლია მომდევნო დასვენების დღე თამამად დაგეგმო და დრო „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ გაატარო.


.jpg)