
უკვე მრავალი წელია საქართველო აქტიურად მუშაობს საკუთარ საერთაშორისო იმიჯზე და ხშირად ტურიზმისთვის საუკეთესო ნიშური ქვეყნების სიაში არის წარმოდგენილი. მეღვინეობის აკვანი გამორჩეული სტუმართმასპინძლობით, კულინარიული სტანდარებით, კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც მრავალ ათასწლეულს ითვლის და ულამაზესი ბუნებით - არის იმ დადებითი ასოციაციების ჩამონათვალი, რაც საქართველომ ამ პერიოდში მოიპოვა. თუმცა რჩება ერთი სფერო, რომელსაც საკმარისი ყურადღება არ ექცევა, მიუხედავათ მისი დიდი მნიშვნელობისა თანამედროვე ქართული კულტურისთვის - საუბარია მოდაზე, კერძოდ კი პრემიუმ მიმართულებასა და შოპინგ ტურიზმზე.
მოდით აღტაცება იზრდება…
მიუხედავათ თავისი მცირე მასშტაბისა, საქართველომ უკვე დიდი კვალი დატოვა საერთაშორისო მოდის სფეროში. ისეთი მსოფლიო მნიშვნელობის დიზაინერების სამშობლო, როგორებიც არიან დემნა გვასალია და დევიდ კომა, საქართველო ის ადგილია, რომელსაც არასდროს არ აკლდა კრეატიული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები - არც მოდით აღტაცებული საზოგადოება.
უფრო მეტიც, გასული წლის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოდან საზღვარგარეთ წასულმა 36% ტურისტმა დაასახელა შოპინგი, როგორც უპირველესი მოტივაცია მოგზაურობისთვის, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მოტივაციებს შორის. ასევე გვაქვს ინფორმაცია ქართულ ბაზარზე მოდის შემოსავლების შესახებ: ეკონომიკური პროგნოზების მიხედვით, ქართული მოდის ბაზარი 2024 $138 მილიონად იქნება შეფასებული, ღირებულების 9%-იანი წლიური ზრდით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად აღსაღნიშნი რიცხვებია.
და მათთან ერთად მოთხოვნებიც
გლობალიზაციასთან ერთად, საქართველო - და ზოგადად რეგიონი - გახდა საერთშორისო ბრენდების აქტიური მომხმარებელი. კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ბაზრის მნიშვნელობას მისი განლაგება, რადგან ქვეყანა ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ გარდა ადგილობრივი მოხმარების პროცენტის ზრდისა, საქართველო ასევე შოპინგის მიზნით მასპინძლობს უამრავ მომხმარებელს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან - და მის ფარგლებს გარეთაც.
ამიტომაც, ლოგიკურია რომ თბილისში ბოლო წლებია აქტიურად მომრავლდა პრემიუმ სეგმენტის მაღაზიები. თუმცა, აქამდე ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი არ იყო გათვალისწინებული: მიუხედავათ იმისა, რომ ბაზარზე არის ბრენდებისადმი ინტერესი, მომხმარებელს ასევე აინტერესებს შეღავათიან ფასად მათი შეძენა და ასევე ის ფაქტორიც, რომ ადამიანებს ბრენდებში არა მარტო ეტიკეტი, არამედ მომსახურების ხარისხიც ხიბლავთ. ამიტომაც გაჩნდა თბილისი აუთლეტ ვილიჯის შექმნისა და განვითარების კონცეფცია.

თბილისი აუთლეტ ვილიჯის უნიკალური როლი ბაზარზე
თბილისი აუთლეტ ვილიჯი აერთიანებს ორ უმნიშვნელოვანეს უპირატესობას, რომელსაც ეძებს როგორც ქართველი, ასევე რეგიონალური მომხმარებელი - მომხიბვლელი ფასები დაუვიწყარ გამოცდილებასთან ერთად. მიუხედავათ იმისა, რომ ბევრი პრემიუმ ბრენდი საქართველოში უკვე შემოსულია, არცერთ მათგანს აქამდე არ ქონია ოფიციალური აუთლეტის წარმომადგენლობა, სადაც მომხმარებელს შეეძლებოდა გასული სეზონის კოლექციებიდან ავთენტური სამოსის შეძენა საუკეთესო ფასად.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცდილობს ისეთი გამოცდილება შესთავაზოს მომხმარებელს, რომელიც განსხვავდება ბაზარზე არსებული შაბლონური შოპინგისგან და აქცენტს აკეთებს ვაჭრობასთან ერთად დასვენებასა და დაუვიწყარი მომენტების შექმნაზე. იქიდან გამომდინარე, რომ აუთლეტი პრემიუმ ბრენდებს წარმოადგენს, გამოცდილება და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა ისეთივე პრიორიტეტია, როგორც წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხი. ეს ზუსტად ის ფენომენია, რომელიც აქამდე აკლდა ქართულ და ასევე კავკასიურ ბაზარს და ის ნიშა, რომელშიც უამრავი სამომავლო პოტენციალია.
სწორედ ამიტომ, საქართველო და თბილისი აუთლეტ ვილიჯი არიან განსაკუთრებულად საინტერესო როგორც ინვესტორების ყურადღებისთვის, ასევე შოპინგის მოყვარულთათვის, რომელთაც სურთ საქართველოს პერსპექტიულ პრემიუმ ბაზარზე მოხვედრა - სწორ დროს, სწორ ადგილას.
